Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში პოლიციამ მოკლე ხნით დააკავა რამდენიმე ჟურნალისტი


მოსკოვში პოლიციამ დააკავა და „პროფილაქტიკური საუბრის“ შემდეგ მალევე გაათავისუფლა ჟურნალისტები, რომლებიც მონაწილეობდნენ თავიანთი კოლეგის, „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტ სერგეი სოკოლოვის მხარდამჭერ პიკეტში. ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები რუსეთის საგამოძიებო კომიტეტთან შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა, დმიტრი მურატოვმა განაცხადა, რომ საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა მუქარა გამოთქვა სოკოლოვის მისამართით. მურატოვის თქმით, ბასტრიკინი გაანაწყენა მის მიმართ კრიტიკულმა სტატიამ, რომელიც ეხებოდა კრიმინალური ბანდის მიერ 2010 წელს სამხრეთ რუსეთში ჩადენილ მკვლელობებს. საგამოძიებო კომიტეტს ჯერ არ გაუკეთებია ამ საკითხზე კომენტარი.
XS
SM
MD
LG