Accessibility links

პასუხისმგებლობას გულშემატკივართა უსაფრთხოებისთვის პუტინი პოლონეთს აკისრებს


ვარშავაში პოლონელ და რუს გულშემატკივრებს შორის სამშაბათს მომხდარი შეტაკებების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უცხოელი გულშემატკივრების უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებლობა დააკისრა ევრო 2012-ის ორგანიზატორებს. ამის შესახებ პუტინმა სატელეფონო საუბარში უთხრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს. ეს საუბარი დაემთხვა ასევე უეფას გადაწყვეტილებას, რითაც 120 ათასი ევროთი დაჯარიმდა რუსეთი, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის გახსნის დღეს მომხდარი ინციდენტებისთვის. გარდა ამისა, უეფამ რუსეთი გააფრთხილა, რომ მისმა ნაკრებმა შესაძლოა, ექვსი ქულა დაკარგოს ევროპის მომდევნო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, თუ გულშემატკივრების მხრიდან განმეორდება ძალადობის შემთხვევები და სხვა სახის დარღვევები.
XS
SM
MD
LG