Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამკაცრებს სარჩელის მიღების წესს


როგორც გამოცემა ”კომერსანტი” წერს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სარჩელების მიღების წესს ამკაცრებს და არასწორად შედგენილი სარჩელის მიღებაზე უარს ამბობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მომჩივანს, ასეთ შემთხვევაში, განმეორებითი სარჩელის შეტანის უფლებაც აღარ ექნება. როგორც გამოცემა იტყობინება, აღნიშნული ცვლილების შესახებ რამდენიმე დღის წინ სტრასბურგში გამართულ კონფერენციაზე გახდა ცნობილი. თუმცა ოფიციალური განცხადება ცვლილების შესახებ ადამიანის უფლებთა ევროპულ სასამართლოს ჯერ არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG