Accessibility links

კარზაი მეზობელ ქვეყნებს მოუწოდებს ავღანეთში სტაბილურობის ხელშეწყობისაკენ


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მეზობელ ქვეყნებს მოუწოდებს, მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ ავღანეთში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად. კარზაი ამ მოწოდებით გამოვიდა ქაბულში, საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „აზიის გული“. კარზაის თქმით, ეკონომიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობა რეგიონს ხელს შეუწყობს ტერორიზმის, რადიკალიზმისა და ძალადობისათვის თავის დაღწევაში. კონფერენციაში მონაწილე ქვეყნებს შორის არიან ირანი, პაკისტანი, საუდის არაბეთი, რუსეთი, ინდოეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი. შეხვედრას ესწრებიან შეერთებული შტატების, გაეროს, ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებიც.
XS
SM
MD
LG