Accessibility links

რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია წესრიგისკენ მოუწოდებს გულშემატკივრებს


რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ წესრიგისაკენ მოუწოდა ევროპის ჩემპიონატზე მყოფ გულშემატკივრებს მას შემდეგ, რაც უეფამ რუსეთი დააჯარიმა და გააფრთხილა, რომ ფეხბურთში რუსეთის ნაკრებმა შესაძლოა, ექვსი პუნქტი დაკარგოს ევროპის მომდევნო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. უეფას გადაწყვეტილება მოჰყვა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, 8 ივნისს პოლონეთში გამართულ მატჩზე რუსი გულშემატკივრების მხრიდან ძალადობას და რასისტულ გამონათქვამებს. ხოლო 12 ივნისს ვარშავაში მოხდა შეტაკებები პოლონელ და რუს გულშემატკივრებს შორის. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ვარშავას ეკისრება „სრული პასუხისმგებლობა“ გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე. შაბათს, 16 ივნისს ვარაშავაში საბერძნეთისა და რუსეთის ნაკრები გუნდების შეხვედრაზე მოელიან 20 000-მდე რუს გულშემატკივარს.
XS
SM
MD
LG