Accessibility links

logo-print

რიო-დე-ჟანეიროში დაიწყო გაეროს კონფერენცია "რიო+20"


ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში გაიხსნა გაეროს კონფერენცია სახელწოდებით „რიო+20 - მომავალი, რომელიც გვსურს“. ეს არის გაეროს ისტორიაში უდიდესი შეკრება, რომელიც ეძღვნება მსოფლიოში მდგრადი განვითარების საკითხებს. მათზე იმსჯელებს კონფერენციის 50 000-მდე მონაწილე, მათ შორის მრავალი ქვეყნის უმაღლესი რანგის ოფიციალური წარმომადგენლები, გარემოს დაცვის აქტივისტები, ბიზნესლიდერები. კონფერენციის ვებსაიტზე გამოქვეყნებულია გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის ვიდეომიმართვა, რომელშიც ის თვითონაც აღწერს, როგორი მომავალი სურს. „მე ვარ გაეროს გენერალური მდივანი, მაგრამ ამავე დროს ვარ მამა და ბაბუა. მსურს, მსოფლიო იყოს ისეთი, რომ ყველამ ისუნთქოს სუფთა ჰაერი, სვას წყალი, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის, ჰქონდეს საკმარისი საკვები. მსურს მსოფლიო, რომელშიც ყველა შეძლებს განათლების მიღებას, ღირსეულად ცხოვრებას, საკმარისი შემოსავლის შოვნას. მე ვიცი, რომ ამის მიღწევა შეგვიძლია,“ ამბობს გაეროს გენერალური მდივანი ბრაზილიაში კონფრენეცია „რიო+20“-ის დაწყებასთან დაკავშირებით. "რიო+20" უკავშირდება გარემოს დაცვის საკითხებზე რიო-დე-ჟანეიროში 20 წლის წინ ჩატარებულ კონფერენციას. დღეს დაწყებული შეკრება 22 ივნისამდე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG