Accessibility links

logo-print

საქართველოში დუდაევის ყოფილი წარმომადგენელი, ხიზრი ალდამოვი ჩეჩნეთში დაბრუნდა


საქართველოში ჯოხარ დუდაევის ყოფილი წარმომადგენელი, ხიზრი ალდამოვი ჩეჩნეთში დაბრუნდა და კრიტიკისათვის ბოდიში მოუხადა ჩეჩნეთის ამჟამინდელ ლიდერს, მოსკოვის პოლიტიკის მომხრე რამზან კადიროვს. ხიზრი ალდამოვი კადიროვთან ერთად აჩვენეს ჩეჩნეთის ტელევიზიაში, როგორ ინანიებს, მისი თქმით, შეცდომებს, რომლებიც დაუშვა ჩეჩნეთში რუსეთის მმართველობის წინააღმდეგ სეპარატისტულ ომში მონაწილეობით. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ხიზრი ალდამოვი 1994 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში, ჩეჩნეთში პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევის მმართველობისას დაინიშნა რესპუბლიკა იჩქერიის წარმომადგენლად. ბოლო პერიოდში მას მოიხსენიებდნენ საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლად.
XS
SM
MD
LG