Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"განახლებული საქართველოსთვის" აცხადებს, რომ ხელისუფლება მისი წევრების დაპატიმრებას გეგმავს


პარტია "განახლებული საქართველოსთვის" აცხადებს, რომ ხელისუფლება მისი წევრების დაპატიმრებას გეგმავს. მოსკოვიდან Skype-ით გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო საკითხებში პარტიის მრჩეველმა მინდია გულუამ განაცხადა, რომ დაკავების გეგმა მაისში, სპეციალურ სხდომაზე შეიმუშავა საქართველოს შსს-მ. გულუას მტკიცებით, დაგეგმილია ”განახლებული საქართველოსთვის” წევრების ლაშა გვასალიას, გიორგი ოძელის, სოსო გიორგაძისა და სხვათა დაკავება, რის შემდეგაც გირაოსა და თავისუფლების სანაცვლოდ, რუსეთის ხელისუფლებისგან მართულ ძალად მის დასახელებას მოსთხოვენ. მინდია გულუა ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ირწმუნება, რომ ინფორმაცია სანდო წყაროსგან მიიღო. "საქართველოს ხელისუფლებას რუსეთში უამრავი ჯაშუში ჰყავს და მათი მეშვეობით სურდათ ჩემამდე მოსულიყო ხმები, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ითხოვდა პარტიის ლიდერთა დაკავებას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე და ბიძინა ოპონენტები ვართ, ამას არასდროს დავიჯერებ”, - განაცხადა გულუამ. მისივე თქმით, პარტიის ოფისში უკვე ჩაწერილია საუბრები იმ პირებისა, რომელთა დაკავებასაც შსს აპირებს და თუ დაპატიმრება მოხდება დაზეწოლის სხვადასხვა საშუალებით განსხვავებული შინაარსის ვიდეომასალა გავრცელდება, მას პარტია საკუთარ ჩანაწერს დაუპირისპირებს.
XS
SM
MD
LG