Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები ბიძინა ივანიშვილის დეპორტაციას სამართლებრივად გამორიცხავენ


კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ადვოკატები ბიძინა ივანიშვილის დეპორტაციას სამართლებრივად გამორიცხავენ. მათი განმარტებით, ივანიშვილს, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს 360 დღის განმავლობაში აქვს საქართველოში უწყვეტად ყოფნის უფლება, თუმცა, მისი ოჯახის წევრები საქართველოს მოქალაქეები არიან, ქვეყანაში ცხოვრობენ და ამ გარემოების გამო, ევროკონვენციით აკრძალულია პირის დეპორტაცია 360-დღიანი ვადის დარღვევის შემთხვევაშიც კი. ადვოკატების განცხადებითვე, საფრანგეთში ბიძინა ივანიშვილის დეპორტაცია გამოირიცხება ახალი საკონსტიტუციო ცვლილებითაც, რომელიც ევროკავშირის სახელმწიფოთა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს. ადვოკატების ცნობით, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის განხილვას 15 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლო დაიწყებს.
XS
SM
MD
LG