Accessibility links

ანგ სან სუ ჩი უცხოეთს მოუწოდებს მიანმარში ინვესტირებისაკენ


მიანმარის ოპოზიციის ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ანგ სან სუ ჩი უცხოელ ინვესტორებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ დემოკრატიზაციას მის ქვეყანაში. სუ ჩი ამ მოწოდებით გამოვიდა ჟენევაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველწლიური შეკრების მონაწილეებისადმი მიმართვისას. „ჩვენი ქვეყნისთვის რისი ნახვაც მსურს, ეს არის დემოკრატიის ხელშემწყობი ეკონომიკური განვითარება. მსურს, მოგიწოდოთ დახმარებისა და ინვესტიციებისაკენ, რომლებიც განამტკიცებს დემოკრატიზაციის პროცესს, რადგან ხელს შეუწყობს სოციალურ და ეკონომიკურ პროგრესს, რომელიც არგებს პოლიტიკურ რეფორმას“, განაცხადა ჟენევაში ანგ სან სუ ჩიმ. ის პირველად ჩავიდა ევროპაში 20 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ. ევროპული ტურნეს კულმინაცია იქნება გამოსვლა ოსლოში, სადაც მას ოფიციალურად გადასცემენ 1991 წელს მინიჭებულ ნობელის სამშვიდობო პრემიას. 24 წლის განმავლობაში, ანგ სან სუ ჩი ან შიდა პატიმრობაში იყო, ან კიდევ უარს ამბობდა მიანმარიდან გამგზავრებაზე იმის შიშით, რომ მმართველი სამხედრო რეჟიმი აღარ მისცემდა სამშობლოში დაბრუნების უფლებას. ორი თვის წინ მან არჩევნების შედეგად მოიპოვა მიანმარის პარლამენტის წევრის მანდატი.
XS
SM
MD
LG