Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში სასამართლომ არჩევნების მონაწილედ დატოვა ყოფილი პრემიერ-მინისტრი


ეგვიპტის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად მონაწილეობა შეუძლია აჰმედ შაფიკს, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო დამხობილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის მმართველობის დროს. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით უარყოფილ იქნა კანონი, რომელიც საჯარო სამსახურს უკრძალავს ყველას, ვისაც მაღალი თანამდებობა ეკავა მუბარაქის მმართველობის წლებში. ეგვიპტეში ამ შაბათ-კვირას იმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც აჰმედ შაფიკის მეტოქეა „მუსლიმთა საძმოს“ კანდიდატი, მოჰამედ მურსი.
XS
SM
MD
LG