Accessibility links

logo-print

„გლობალ TV“-ის ამერიკელი მეწილის დაკავების მიზნად სახელდება შესაძლო კანონდარღვევაზე დაკითხვა


თბილისში დააკავეს საკაბელო ოპერატორ კომპანია „გლობალ TV“–ის ამერიკელი მეწილე ალექსანდერ რონჟესი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში საუბარია ალექსანდერ რონჟესის მოწმის სახით დაკითხვაზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით“. ფაქტის გამოძიება დაიწყო ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რონჟესმა 2004 წელს 180 000 ლარად თბილისში შეძენილი უძრავი ქონება 2012 წლის 8 ივნისს 3,1 მილიონ ლარად მიყიდა კომპანია „ლიზინგი 21“–ს და მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი გაიტანა საბანკო ანგარიშიდან, რაც „საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს“. რონჟესი დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როცა ის საპასპორტო შემოწმებას გადიოდა.
XS
SM
MD
LG