Accessibility links

logo-print

ევროკავშირი სერბიის პრეზიდენტს: იყავით „კონსტრუქციული სიტყვით და საქმით“


ევროკავშირის პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ სერბიას მოუწოდა თავისი „სიტყვებით და ქმედებებით პოზიტიური და კონსტრუქციული როლი შეასრულოს“. სერბიის ახალი პრეზიდენტი, ტომისლავ ნიკოლიჩი, ხუთშაბათს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ბრიუსელს. ვიზიტისას ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ყურადღება არ გაამახვილეს უთანხმოებაზე, რომელსაც იწვევს ნიკოლიჩის უარი სრებრენიცაში 1995 წელს მომხდარ ხოცვა-ჟლეტას გენოციდი უწოდოს. თუმცა ახლახან ევროკავშირმა სერბია გააფრთხილა არ შეეცადოს ისტორიის „გადაწერას“ - მას შემდეგ, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ნიკოლიჩმა სულ მცირე ორჯერ განაცხადა, რომ ბოსნიის ომის დროს სრებრენიცაში 8,000 მუსულმანი კაცის და ბიჭის დახოცვა არ წარმოადგენდა გენოციდს. ევროკავშირის წარმომადგენლებმა სერბიას ასევე უთხრეს, რომ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე კოსოვოსთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტი ნორმალიზაცია აუცილებელი პირობაა. ნიკოლიჩმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია - ევროკავშირი სერბიას არ მოსთხოვს კოსოვოს ოფიციალურად აღიარებას.
XS
SM
MD
LG