Accessibility links

logo-print

არგენტინა ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ითხოვს


არგენტინის პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი ითხოვს მოლაპარაკებების დაწყებას დიდ ბრიტანეთთან - ფოლკლენდის კუნძულების სუვერენიტეტთან დაკავშირებით. არგენტინის ლიდერი ამ განცხადებით გაეროს დეკოლონიზაციის კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა, რომელიც ფოლკლენდების ომის დამთავრების 30 წლისთავს ეძღვნებოდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი მსგავსი დიალოგის დაწყებას გამორიცხავს. არგენტინა პრეტენზიებს აცხადებს ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებით, რომელიც 19-ე საუკუნის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მფლობელობაშია. 1982 წელს ტერიტორიულმა დავამ ორ სახელმწიფოს შორის შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვია. არგენტინამ თავიდან შესძლო არქიპელაგის დაკავება, მაგრამ შემდეგ იძულებული გახდა კაპიტულაცია გამოეცხადებინა. ომის დროს 250 ბრიტანელი და 650 არგენტინელი სამხედრო დაიღუპა.
XS
SM
MD
LG