Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში გუშინ 52 ადამიანი დაიღუპა


სირიაში, შეიარაღებული შეტაკებების და აფეთქებების შედეგად გუშინ სულ ცოტა 52 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სირიელი უფლებადამცველები ავრცელებენ. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ დამასკში, შიიტურ წმინდა ადგილთან დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. კიდევ ერთი ავტომობილი აფეთქდა ქალაქ იდლიბში, სადაც რამდენიმე სამხედრო დაშავდა. ოპოზიციონერები მომხრეებს ახალი მასობრივი გამოსვლებისაკენ მოუწოდებენ პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG