Accessibility links

logo-print

რუსეთი უარყოფს სირიისთვის ვერტმფრენების მიყიდვის „ახალ“ შემთხვევებს


რუსეთი კვლავ უარყოფს ბრალდებას, რომ მოსკოვი სირიის რეჟიმს მოიერიშე ვერტმფრენებით ამარაგებს, ოპოზიციის მომხრეების წინააღმდეგ თავის სისხლიან რეპრესიებში გამოსაყენებლად. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პარასკევს გავრცელებულ განცადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთმა სირიას ასეთი ვერტმფრენები „ბევრი წლის წინ“ მიჰყიდა - ახლა კი მხოლოდ იმ ძველი ვერტმფრენების შესაკეთებელ სამუშაოებს აწარმოებს. მიმდინარე კვირაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა მიანიშნა, რომ რუსეთი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ამგვარ ვერტმფრენებს აწვდის. ხუთშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა, ვიქტორია ნულანდმა ამ სიტყვებში განმარტება შეიტანა - რომ ვერტმფრენებს სარემონტო სამუშაოებს რუსეთში უტარებენ და შემდეგ უკან, სირიაში აგზავნიან. ნულანდის თქმით, იმის მიუხედავად, ეს ვერტმფრენები ახალია თუ გარემონტებული, აშშ შეშფოთებულია, რომ ისინი შესაძლოა სირიის მშვიდობიანი მოქალაქეების დასახოცად გამოიყენონ.
XS
SM
MD
LG