Accessibility links

logo-print

საბერძნეთში მთავრდება წინასაარჩევნო კამპანია


საბერძნეთში მთავრდება კვირას დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის წარმოებული კამპანია. ამ კენჭისყრამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს როგორც ევროზე, ისე გლობალურ ფინანსურ სისტემაზე. „სირიზას“ პარტიის რადიკალი მემარცხენეები აცხადებენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში უარს იტყვიან ათენის მიერ დადებულ პირობაზე ხელმომჭირნეობის ზომების გატარების შესახებ. ეს ზომები საერთაშორისო ფინანსური დახმარების მისაღებად არის აუცილებელი. ამ დახმარების გარეშე საბერძნეთი სავარაუდოდ ვერ შესძლებს ევროს მოქმედების ზონაში დარჩენას. ამან კი, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ზონაში შემავალ სხვა ქვეყნებზეც და გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია გლობალური ეკონომიკის მასშტაბით. ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, მარიო დრაღი აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია მზად არის ფულადი დახმარება გაუწიოს ევროზონის ძლიერ ბანკებს, თუკი ასეთი საჭიროება არსებობს.
XS
SM
MD
LG