Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰიუმან რაიტს უოჩი“: სირიის მთავრობის ძალები ადამიანებზე სექსუალურად ძალადობენ


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“ აცხადებს, რომ სირიის მთავრობის ძალები ქვეყანაში მიმდინარე ამბოხების დროს კაცების, ქალების და ბავშვების წამების ფორმად სექსუალურ ძალადობასაც იყენებენ. ნიუ-იორკში განთავსებული ორგანიზაცია ამბობს, რომ ინტერვიუები ჩაწერა რამდენიმე ყოფილ პატიმართან, რომლებმაც თავად გამოსცადეს ასეთი ძალადობა, ან ასეთი შემთხვევების მოწმენი გახდნენ. გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია წერს, რომ ძალადობა მოიცავს გაუპატიურებას, სხეულში საგნებით შეღწევას, ხანგრძლივ იძულებით სიშიშვლეს, ელექტროშოკს, გენიტალიებზე ცემას და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმებს. ორგანიზაციის ახლო აღმოსავლეთის პროგრამის დირექტორი, სარა ლი უიტსონი ამბობს, რომ „პატიმრებზე სექსუალური ძალადობა ერთ-ერთია იმ უამრავი შემაძრწუნებელი მეთოდისგან, რომელსაც სირიის მთავრობის წამების არსენალი მოიცავს“.
XS
SM
MD
LG