Accessibility links

ჩინეთში სამი პირი გაათავისუფლეს სამსახურიდან იძულებითი აბორტის გამო


ჩინეთში სამმა პირმა დაკარგა სამსახური და ბოდიშის მოხდა დაევალა ქალისთვის, რომელსაც იძულებითი აბორტი გაუკეთდა. ჩინეთის მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ფენ იანმეის ამ პირებმა 2 ივნისს სცემეს და აიძულეს ნაყოფი ორსულობის მეშვიდე თვეზე მოეშორებინა იმ მიზეზით, რომ ქალის ოჯახს არ შეეძლო გადაეხადა მეორე ბავშვის ყოლისთვის დაწესებული ჯარიმა - 40,000 იუანი, ანუ 6,300 დოლარი. შემთხვევამ ჩინეთში სკანდალი გამოიწვია. გამძაფრდა ქვეყანაში მოქმედი ერთი ბავშვის პოლიტიკის კრიტიკა. ფოტო, რომელზეც, გავრცელებული ცნობებით, ქალი და მისი მკვდარი ნაყოფი არიან გამოსახული, ინტერნეტით მასობრივად გავრცელდა. ოფიციალური სააგენტო „სინხუა“ იუწყება, რომ სამსახურს სამი პირი დაკარგავს - ოჯახის დაგეგმვის ადგილობრივი სამსახურის ორი წევრი და ადგილობრივი მთავრობის მაღალჩინოსანი.
XS
SM
MD
LG