Accessibility links

logo-print

სააპელაციო სასამართლომ ივანიშვილს ჯარიმა შეუმცირა


მიღებული ცნობების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის სარჩელი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა 126 მილიონი ლარის ნაცვლად 63 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს. ბიძინა ივანიშვილს თავდაპირველი, 126 მილიონი ლარისგან შემდგარი ჯარიმა თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 ივნისს დააკისრა, კონტროლის პალატის ოქმების საფუძველზე, „უკანონო შემოწირულების განხორციელების“ ბრალდებით. სააპელაციო სასამართლომ მეორე პროცესზეც მსგავსი პრინციპით იხელმძღვანელა და ივანიშვილს 22 მილიონი ლარის ნაცვლად 11 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
XS
SM
MD
LG