Accessibility links

logo-print

ავღანეთიდან იუწყებიან ორ რეგიონში შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ


ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების განცხადებით, მისი ორი ჯარისკაცი დაიღუპა პარასკევს მოწყობილი თავდასხმების შედეგად. უცხოელი სამხედროები დაიღუპნენ სამხრეთ და აღმოსავლეთ ავღანეთში, სადაც ყველაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. ინციდენტებთან დაკავშირებული სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. იუწყებიან აგრეთვე, რომ აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე პაქტიკის პროვინციის ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, 34 მეამბოხე და ორი პოლიციელი დაიღუპნენ რეგიონში ორდღიანი ოპერაციის მსვლელობაში.
XS
SM
MD
LG