Accessibility links

აუნ სან სუ ჩი ნორვეგიაში ჩავიდა ნობელის პრემიის ლაურეატის სიტყვით გამოსასვლელად


მიანმარის ოპოზიციის ლიდერი, აუნ სან სუ ჩი ნორვეგიაში ჩავიდა, სადაც გამოვა ნობელის პრემიის ლაურეატის ტრადიციული სიტყვით - ნობელის პრემიით დაჯილდოვებიდან მრავალი წლის შემდეგ. აუნ სან სუ ჩის ჯერ კიდევ 1991 წელს მიენიჭა ეს ჯილდო, მაგრამ ის 24 წლის შემდეგ პირველად იმყოფება ევროპაში. ეს წლები ძირითადად შინა პატიმრობაში გაატარა, ან უარს ამბობდა უცხოეთში გამგზავრებაზე, რადგან შიშობდა, რომ მიანმარის მმართველი სამხედრო რეჟიმი აღარ მისცემდა სამშობლოში დაბრუნების უფლებას. ევროპაში აუნ სან სუ ჩის ამჟამინდელი ტურნე, რომლის კულმინაციადაც ითვლება ნორვეგიაში ნობელის ლაურეატის სიტყვით გამოსვლა, ცხადჰყოფს მიანმარში ბოლო თვეების მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებს.
XS
SM
MD
LG