Accessibility links

logo-print

სირიაში გაეროს მეთვალყურეთა მისია წყვეტს მოქმედებას ძალადობის მატების გამო


სირიაში გაეროს მეთვალყურეთა ხელმძღვანელის თქმით, მისია წყვეტს მოქმედებას და პატრულირებას ქვეყანაში ძალადობის მატების გამო. გენერალ-მაიორმა რობერტ მუდმა შაბათს განაცხადა, რომ შეტაკებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მეთვალყურეებს და აფერხებს მათ შესაძლებლობებს, აღასრულონ მათთვის მანდატით დაკისრებული ვალდებულებები. მისი თქმით, მეთვალყურეები პატრულირებას შეწყვეტენ და ქვეყანაში დარჩებიან თავთავიანთ ბაზებზე, სანამ დამატებით მითითებას მიიღებდნენ. სირიაში როგორც რეჟიმმა, ისე ოპოზიციამ უგულებელყვეს საზავო გეგმა, რომელიც საერთაშორისო წარგზავნილმა, კოფი ანანმა შეიმუშავა. გეგმა 12 აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო.
XS
SM
MD
LG