Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი ნაიეფი


საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის ცნობით, გარდაიცვალა პრინცი ნაიეფი, რომელიც პირველი იყო ტახტის მემკვიდრეთა რიგში. ის 80 წელს იყო მიტანებული. მეფე აბდულას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრინცს კვირას დაასაფლავებენ მექაში. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ნაიეფი საავადმყოფოში გარდაიცვალა სამეფოს საზღვრებს გარეთ. ის მრავალი თვის განმავლობაში გადიოდა მკურნალობის კურსს შვეიცარიაში. ნაიეფი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 1975 წლიდან მოყოლებული.
XS
SM
MD
LG