Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადი 2013 წელს პოლიტიკიდან წასვლას აპირებს


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გერმანიის გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ 2013 წელს მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკის დატოვებას აპირებს. ინტერვიუში, რომელიც შაბათს გამოქვეყნდა, აჰმადინეჟადმა თქვა, რომ ორი ვადა საკმარისია და არ აპირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მაგალითს მიბაძოს და 2017 წელს დაბრუნდეს პრეზიდენტის თანამდებობაზე. მისი თქმით, ის არ აპირებს პოლიტიკური პარტიის შექმნას.
XS
SM
MD
LG