Accessibility links

logo-print

პაკისტანის ხაიბერის რეგიონში ტერაქტის შედეგად სულ ცოტა 25 ადამიანი დაიღუპა


უკანასკნელი მონაცემებით, შაბათს პაკისტანში, ხაიბერის რეგიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ ცოტა 25 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა. როგორც ადგილობრივი პოლიცია იტყობინება, ავღანეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლანდი-კოტალის ბაზარზე დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმა განხორციელდა ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის წინააღმდეგ, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკას ემხრობა და მეამბოხეთა უკმაყოფილებას იწვევს. ტერაქტისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა.
XS
SM
MD
LG