Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუბის პოლიციამ გაათავისუფლა 32 აქტივისტი დისიდენტური მოძრაობისა „ქალები თეთრებში“


კუბის პოლიციამ გაათავისუფლა 32 აქტივისტი დისიდენტური მოძრაობისა „ქალები თეთრებში“. როგორც იტყობინებიან, ქალებს თანდათან ათავისუფლებდნენ, რათა არ მიეცათ მათთვის შაბათს ჰავანაში შეკრების საშუალება, სადაც აქტივისტები გეგმავდნენ მამების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩაის სმის მოწყობას. ამის შესახებ ორგანიზაციის ლიდერმა ბერტა სოლერმა განუცხადა ფრანს-პრესს. „ქალები თეთრებში“ 2003 წელს შეიქმნა იმისათვის, რომ სოლიდარობა გამოეხატა ქმრებისთვის, რომლებიც პოლიციის რეიდის შედეგად დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი გამოუტანეს 75 ადამიანს. ყოველ კვირა დღეს „ქალები თეთრებში“ მდუმარე აქციას მართავენ ჰავანის ცენტრში. 2005 წელს ევროპის პარლამენტმა ეს ორგანიზაცია ანდრეი სახაროვის სახელობის საერთაშორისო პრემიით დააჯილდოვა.
XS
SM
MD
LG