Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ერაყში სამი თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა


ჩრდილოეთ ერაყში სამი თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა. ქალაქ მოსულში 4 ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა ბომბის აფეთქების შედეგად, რომელიც არმიის პატრულის მარშრუტზე იყო დამონტაჟებული. ამავე ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში უცხო პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მამაკაცი. ქალაქ თიქრითში, ბენზინგასამართ სადგურზე დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიჭრა. საერთო ჯამში განვლილი კვირის განმავლობაში ერაყში მომხდარ აფეთქებებს უკვე ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG