Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოზურგეთში კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია იმართება


დღეს ოზურგეთში კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია იმართება. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქციაზე 15 ათასამდე მხარდამჭერს ელოდებიან. სავარაუდოდ, დღევანდელ აქციაზე გურიის რეგიონში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დასახელდებიან. დღესვე, ოზურგეთში, კოალიციის ლიდერები შემდეგი აქციის ადგილს და თარიღს დაასახელებენ. როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა და "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს როგორც კონცეპტუალურ, საერთო ნაციონალურ საკითხებზე, ასევე პროგრამულ საკითხებსაც შეეხება.
XS
SM
MD
LG