Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში სოციალისტური პარტია იმარჯვებს


საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც კვირას გაიმართა, იმარჯვებს სოციალისტური პარტია, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ხელმძღვანელობს. წინასწარი შედეგების თანახმად, სოციალისტები და მათი მოკავშირეები სხვა მემარცხენე პარტიებიდან 320 ადგილს მოიპოვებენ ეროვნულ ასამბლეაში, რომელიც 577 დეპუტატისგან შედგება. სოციალისტების უპირატესობა მათ საშუალებას აძლევს დაგეგმილი რეფორმები პოტენციური მოკავშირეების მხარდაჭერის გარეშეც გაატარონ.
XS
SM
MD
LG