Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე „ახალი დემოკრატია“ ლიდერობს


საბერძნეთში, სადაც დღეს განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, საბოლოო ეგზიტ პოლების თანახმად, მემარჯვენე „ახალი დემოკრატია“ ოთხი პროცენტით უსწრებს მემარცხენე-ცენტრისტულ „სირიზას“. ვარაუდობენ, რომ „ახალი დემოკრატია“ პარლამენტში მოიპოვებს 131 ადგილს, ვინაიდან გამარჯვებული პარტია ბონუსის სახით იღებს დამატებით 50 საპარლამენტო მანდატს. „სირიზას“ 69 მანდატი აქვს. „ახალი დემოკრატიის“ ლიდერმა, ანტონის სამარასმა განაცხადა, რომ საბერძნეთი რჩება ევროკავშირის წევრობით დაკისრებული ვალდებულებების ერთგული. „სრულიად საბერძნეთის სოციალისტური პარტია“ (პასოკი), რომელიც წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 10-12 %-ს მოაგროვებს, გამოვიდა წინადადებით, ოთხი პარტიის კოალიციური მთავრობა შეიქმნას.
XS
SM
MD
LG