Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიის ჩრდილოეთში აფეთქებებს 24 ადამიანი ემსხვერპლა


ნიგერიის ჩრდილოეთში მდებარე კადუნის შტატში საგანგებო ვითარება გამოცხადდა მას მერე, რაც იქ დღეს მომხდარი აფეთქებების შედეგად დაიღუპა 24 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავში. 125 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა ხუთი ეკლესიის შენობა. ჯერ თვითმკვლელებმა ორი დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს ქალაქებში ზარიასა და კადუნში. შემდეგ მოხდა აფეთქებები და შეიარაღებული თავდასხმები ძირითადად ქრისტიანებით დასახლებულ რაიონებში. მომხდარისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა. განვლილ კვირაში რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ ორი თავდასხმა მოაწყო ქრისტიანულ ეკლესიებზე. დაიღუპა შვიდი ადამიანი. მანამდე ეკლესიების მახლობლად მომხდარ მრავალრიცხოვან აფეთქებებს, რომლებისთვისაც პასუხისმგებლობა ამ დაჯგუფებამ იკისრა, ასობით ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG