Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში სოციალისტურმა პარტიამ აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა


საფრანგეთში გამართულ გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტურმა პარტიამ ნაციონალურ ასამბლეაში ადგილების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება. სოციალისტებმა 577 მანდატიდან 313 მოიპოვეს, მემარჯვენე პარტიამ ”ეროვნული მოძრაობის კავშირმა” პარლამენტის ქვედა პალატაში 214 ადგილი დაისაკუთრა. 17 მანდატი შეხვდა პარტიას ”ევროპა-ეკოლოგია-მწვანეები”, 16 მანდატი - ”ახალ ცენტრს”, ულტრამემარჯვენე ”ნაციონალურ ფრონტს” კი ორი მანდატი შეხვდა. სოციალისტების გამარჯვება გულისხმობს, რომ კანონების მისაღებად, პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის მომხრეებსა და მის ხელისუფლებას არ დასჭირდება სხვა პარტიების დეპუტატთა ხმები.
XS
SM
MD
LG