Accessibility links

logo-print

გერმანიის კანცლერმა გამარჯვება მიულოცა საბერძნეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერს


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საბერძნეთის კონსერვატიული პარტიის ”ახალი დემოკრატიის” ლიდერს კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ანტონის სამარასთან გამართულ სატელეფონო საუბარში გერმანიის კანცლერმა გამოთქვა იმედი, რომ ბერძნები პირნათლად შეასრულებენ ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს. მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის „სირიზას“ ლიდერმა ალექსის ციპრასმა ოფიციალურად აღიარა, რომ არჩევნებში დამარცხდა. წინასწარი მონაცემებით, კონსერვატიულმა პარტიამ - ”ახალი დემოკრატები” ხმათა 29,5 პროცენტი დააგროვა, ”სირიზამ” კი 27 პროცენტის მოგროვება შეძლო. „სრულიად საბერძნეთის სოციალისტურმა პარტიამ“ საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ ხმათა 12 პროცენტი მიიღო. არჩევნების შედეგები გულისხმობს, რომ ”ახალი დემოკრატია” შექმნის კოალიციურ მმართველობას, მის მთავარი მიზანი კი გახდება ევროზონისა და ზოგადად ევროსაბჭოში შემავალ ქვეყნებთან ურთიერთობის პროგრამის განსაზღვრა.
XS
SM
MD
LG