Accessibility links

ეგვიპტის უმაღლესმა სამხედრო საბჭომ საკონსტიტუციო დეკლარაცია მიიღო


ეგვიპტის უმაღლესმა სამხედრო საბჭომ, რომელიც ეგვიპტეს პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის პოსტიდან წასვლის შემდეგ მართავს, კვირას საღამოს ე,წ, საკონსტიტუციო დეკლარაცია მიიღო. ამის შესახებ იტყობინებიან დასავლური მედიის წარმომადგენლები, ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციაზე დაყრდნობით. საკონსტიტუციო დეკლარაცია საშუალებას მისცემს სამხედროებს ჩამოაყალიბონ საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ქვეყანაში მუდმივმოქმედი კონსტიტუციის შექმნაზე იმუშავებს და რომელსაც ხალხი მისცემს ხმას. დოკუმენტში განსაზღვრულია პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც ის დანიშნავს მინისტრთა კაბინეტის წევრებს. ის ასევე მიიღებს უფლებას მხარი დაუჭიროს ან დაბლოკოს ესა თუ ის კანონი.
XS
SM
MD
LG