Accessibility links

logo-print

„მუსლიმთა საძმო“ აცხადებს, რომ მისმა კანდიდატმა გაიმარჯვა ეგვიპტის არჩევნებში


ეგვიპტის თავისუფლებისა და იუსტიციის პარტია, რომელიც „მუსლიმთა საძმოს“ პოლიტიკური ორგანიზაციაა, აცხადებს, რომ მისმა კანდიდატმა, მუჰამად მურსიმ გაიმარჯვა 16 და 17 ივნისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში. განცხადება გავრცელდა სოციალურ ქსელ „ტვიტერით“. მუსლიმთა საძმო მურსის მოიხსენიებს „ეგვიპტეში ხალხის მიერ არჩეულ პირველ პრეზიდენტად“. არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, მურსის ერგო ხმების 52 პროცენტი, ხოლო მის მეტოქეს - ყოფილ პრემიერ-მინისტრ აჰმედ შაფიკს 48 პროცენტი. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების განცხადებით, არჩევნების ოფიციალური შედეგები 21 ივნისისთვის არის მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG