Accessibility links

logo-print

პაკისტანში აფეთქებამ ოთხი ადამიანი შეიწირა


პაკისტანში აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, ოთხი და დაიჭრა 40-მდე ადამიანი. აფეთქება მოხდა სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ ქუეტაში. როგორც იუწყებიან, მსხვერპლს შორის უმეტესწილად სტუდენტები არიან. ისინი იმყოფებოდნენ ავტობუსში, რომელიც ბომბზე აფეთქდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ქუეტა არის დედაქალაქი ბელუჯისტანის პროვინციისა, სადაც 2004 წლიდან სეპარატისტები იბრძვიან პოლიტიკური ავტონომიისა და პროვინციის მდიდარი ბუნებრივი რესურსებიდან მეტი წილის მოთხოვნით. რეგიონში აქტიურობენ თალიბანის მოკავშირე ისლამისტი მეამბოხეებიც.
XS
SM
MD
LG