Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღი ზავის დარღვევაში ადანაშაულებს აზერბაიჯანს


მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განვლილი კვირის განმავლობაში აზერბაიჯანმა დაახლოებით 1000-ჯერ დაარღვია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. აზერბაიჯანის მხარეს ჯერ არ უპასუხია ამ ბრალდებისათვის. დღეს პარიზში იმართება აზერაბიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საერთაშორისო შუამავლების ძალისხმევით მიმდინარე პროცესში, რომლის მიზანიცაა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარება. სომხეთთან და მთიან ყარაბაღთან აზერბაიჯანის საზღვარზე, სულ ცოტა, ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა მიმდინარე თვეში მომხდარი რამდენიმე ინიცდენტის შედეგად.
XS
SM
MD
LG