Accessibility links

logo-print

მოსკოვში იმართება მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე


მოსკოვში იმართება ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლების მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ირანის დელეგაციას ხელმძღვანელობს საიდ ჯალილი, ხოლო ექვსი ქვეყნისას - ესენია შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია - ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონი. ირანისაგან მოითხოვენ, შეწყვიტოს ურანის გამდიდრება - პროცესი, რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც რეაქტორების საწვავის, ისე ბირთვული ქობინების დასამზადებლად. ირანი უარყოფს ბრალდებას, თითქოს ბირთვული იარაღის შექმნას აპირებდეს და აცხადებს, რომ აქვს ურანის გამდიდრების უფლება. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს მოლაპარაკებების წინა ორ რაუნდზე, რომლებიც ბოლო თვეებში გაიმართა სტამბულსა და ბაღდადში.
XS
SM
MD
LG