Accessibility links

logo-print

გურიის რეგიონი წყალდიდობამ დააზარალა


ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია გურიის რეგიონში, სადაც დატბორილია ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები. განსაკუთრებით დაზარალდა ოზურგეთის რაიონის საკურორტო სოფელი ურეკი, სადაც წყლის დონემ ნახევარ მეტრს მიაღწია და 100-მდე საცხოვრებელი სახლი და ეზო დატბორა. გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა სააგენტო “ინტერპრესნიუსს” აცნობა, რომ მაღალმთიან სოფლებში რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა. გუბერნატორის ცნობით, დატბორილ სოფლებში მოსახლეობის დასახმარებლად სპეციალური სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG