Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის სამხედრო საბჭო ადასტურებს, რომ პრეზიდენტს თვის ბოლოს გადასცემს ძალაუფლებას


ეგვიპტის მმართველმა სამხედრო საბჭომ დღეს დაადასტურა, რომ ქვეყნის ახალ პრეზიდენტს მიმდინარე თვის ბოლოს გადასცემს ძალაუფლებას. ეგვიპტის ოფიციალური მედია სამხედრო საბჭოს წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ მოჰამედ ალ-ასარის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ძალაუფლების გადაცემა „გრანდიოზულ ცერემონიაზე“ მოხდება. მას არ დაუსახელებია ცერემონიის თარიღი. დღეს ისლამისტურმა მოძრაობა „მუსლიმთა საძმომ“ გამოაცხადა, რომ მისმა კანდიდატმა, მოჰამედ მურსიმ გაიმარჯვა 16-17 ივნისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში. არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, მურსის ერგო ხმების 52 პროცენტი, ხოლო მის მეტოქეს - ყოფილ პრემიერ-მინისტრ აჰმედ შაფიკს 48 პროცენტი. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების განცხადებით, არჩევნების ოფიციალური შედეგები 21 ივნისისთვის არის მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG