Accessibility links

logo-print

ნინო კალანდაძე: აზერბაიჯანს არ დაურღვევია დავით გარეჯის საკითხზე არსებული შეთანხმება


დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხზე არსებული შეთანხმების პირობები აზერბაიჯანს არ დაურღვევია - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. მისი განმარტებით, შეთანხმება უმთავრესად ეხებოდა იმას, რომ მომლოცველებსა და ტურისტებს დავით გარეჯის მონასტრის ყველა საინტერესო ნაწილის შეუფერხებლად ნახვის საშუალება ჰქონოდათ და ეს პირობა სრულდება. კალანდაძის თქმით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიაზე ამჟამად როგორც აზერბაიჯანელი, ასევე ქართველი მესაზღვრეები პატრულირებენ. დავით გარეჯელი ბერების ინფორმაციით, უდაბნოს მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაიზარდა.
XS
SM
MD
LG