Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია შეჩერდა


შეჩერებულია ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია, რომელიც მე-10 საუკუნის ძეგლის ავთენტურობის დაკარგვის გამო, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის განცხადებით, ”სიამოვნებით შეასრულებენ პატრიარქის თხოვნას და ტაძრის რეაბილიტაციის დეტალებს როგორც საზოგადოებას, ისე საპატრიარქოს წარმომადგენლებს გააცნობენ.” ვაჩეიშვილს იმედი აქვს, რომ ბრალდებებისა და კრიტიკული შენიშვნების პუნქტობრივად განხილვის შემდეგ, საზოგადოება აზრს შეიცვლის და ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია არსებული პროექტით გაგრძელდება. 17 ივნისს, საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ ბაგრატის ტაძრის აღდგენისას ბევრი რამ არასწორედ კეთდება, რადგან რესტავრაცია თვითნებურად და საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მისი ბრძანებით დროებით შეწყდება სარესტავრაციო საქმიანობა, სანამ საპატრიარქოსა და იუნესკოს წარმომადგენელთა მონაწილეობით ყველაფერი დეტალურად არ გაირკვევა.
XS
SM
MD
LG