Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებამ შეიწირა ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი პოლიციელი


ავღანეთში ოთხი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპნენ სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე კაპისის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად. პროვინციის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, ბომბი აფეთქდა დისტანციური მართვის სისტემით და დაღუპულებს შორის არიან შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული ადგილობრივი პოლიციის უფროსი და მისი ვაჟიშვილი. დაჭრილია, სულ ცოტა, 15 ადამიანი, უმეტესწილად სამოქალაქო პირები.
XS
SM
MD
LG