Accessibility links

logo-print

რუსეთი სამხედრო გემებს აგზავნის სირიაში


ცნობების თანახმად, რუსეთი აპირებს სირიაში ორი სამხედრო გემისა და სამხედრო-საზღვაო ძალების მოსამსახურეების გაგზავნას, რუსეთის იქ მყოფი მოქალაქეებისა და რუსული სამხედრო ბაზის დასაცავად. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბ-ბინიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხომალდებს „ნიკოლაი ფილჩენკოვს“ და „ცარ კუნიკოვს" ამზადებენ სირიის საპორტო ქალაქ ტარტუსისთვის, სადაც მოსკოვს სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზა აქვს. "ინტერფაქსის" ცნობით, სირიაში ამ ხომალდებით გაემგზავრება საზღვაო ქვეითების "დიდი ჯგუფი". ამასობაში, სირიიდან გავრცელებული ცნობებით, სამთავრობო ჯარებმა განაახლეს ქალაქ ჰომსის დაბობმვა. შეტაკებებისა და აფეთქებების შესახებ იუწყებიან დამასკის პროვინციის ზოგი რაიონიდანაც. აქტივისტების მონაცემებით, 14 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული მას შემდეგ, რაც 16 თვის წინ დაიწყო ამბოხება პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG