Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქომ გაავრცელა ილია II-ის „ბრძანება“ ბაგრატის ტაძრის შესახებ


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მოითხოვს ბაგრატის ტაძრის დასავლეთ მკლავში ჩაშენებული ლითონის კონსტრუქციის დემონტაჟს, შემდეგ კი სარესტავრაციო სამუშაოების გაგრძელებას „ორმხრივად შეთანხმებული პროექტის მიხედვით“. ამის შესახებ ნათქვამია ილია II-ის „ბრძანებაში“, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა ორშაბათს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია შეჩერებულია. ილია II-ის დღევანდელ „ბრძანებაში“ ნათქვამია აგრეთვე, რომ საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოს უნდა დაევალოს ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებზე მონიტორინგის განხორციელება. ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია, მე-10 საუკუნის ძეგლის ავთენთურობის დაკარგვის გამო, შეშფოთებას იწვევს ქართველ და უცხოელ სპეციალისტებში.
XS
SM
MD
LG