Accessibility links

logo-print

მოსკოვში სამშაბათს განახლდება მოლაპარაკება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის შეფასებით, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მონაწილე მხარეებს გაუჭირდებათ თავიანთი პოზიციების შეჯერება. რიაბკოვი ამ საკითხს შეეხო მოსკოვში, სადაც ორშაბათს დაიწყო ირანის დელეგაციის მოლაპარაკება მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის - შეერთებული შტატების, ჩინეთის, რუსეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის - წარმომადგენლებთან. რიაბკოვის ვარაუდით, რომელიც მან მოლაპარაკების პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოთქვა, ორი დღე „საკმარისი არ იქნება“ პოზიციების შესაჯერებლად. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის პრესმდივანმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირი არ შეასრულებს თეირანის მთავარ მოთხოვნას, გააუქმოს ნავთობის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება. ირანი მოითხოვს ასევე აღიარონ, რომ მას აქვს ურანის გამდიდრების უფლება, მისი მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოსაყენებლად.
XS
SM
MD
LG