Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა და პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი ორშაბათს გამართული ორმხრივი მოლაპარაკების დროს, რომელიც წინ უძღოდა მექსიკის G-20 -ის სამიტს, შეთანხმდნენ, ერთობლივად იპოვონ გზა, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპაში ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის მშენებლობის საკითხში არსებული უთანხმოების გადაჭრას. ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი ერთგულები დარჩებიან იმ ვალდებულებებისა, რომლებიც სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ახალი ხელშეკრულებით მოსკოვმა და ვაშინგტონმა 2010 წელს იკისრეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო სიტუაცია სირიაში. ობამამ და პუტინმა განაცხადეს, რომ საჭიროა ამ ქვეყანაში ძალადობის შეწყვეტა და აღნიშნეს, რომ სირიელ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დემოკრატიული გზით განსაზღვროს საკუთარი მომავალი.
XS
SM
MD
LG