Accessibility links

მამუკა ჯიბლაძე დღეს დილით სახლში დაბრუნდა


გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი მამუკა ჯიბლაძე, რომელიც 11 ივნისს გაუჩინარდა, დღეს დილით სახლში დაბრუნდა. მისმა ნათესავებმა ჟურნალისტებს აცნობეს, რომ მამუკა ჯიბლაძემ გამოძინება მოისურვა და გაუჩინარების მიზეზებზე საუბრისგან თავი შეიკავა. საქართველოს შსს-მ 18 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამუკა ჯიბლაძე 17 ივნისს ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს თბილისში, სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" მიმდებარე ტერიტორიაზე. სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ”მამუკა ჯიბლაძე, რომელიც მიმდინარე წლის 11 ივნისს სახლიდან გავიდა და უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, დილით გამოჩნდა და ამ დროისთვის იმყოფება საკუთარ ბინაში.” სააგენტო პირWელს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ განუცხადა, მამუკა ჯიბლაძე დაიკითხება და მისი გაუჩინარების დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდება.
XS
SM
MD
LG