Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილს ჯარიმების გადახდის ვადა დღეს ამოეწურა


"ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს დღეს ამოეწურა კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების საფუძველზე დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვადა. საქალაქო სასამართლოს მიერ 11 ივნისს მიცემული 7-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, კონტროლის პალატამ სასამართლოს აღსრულების ფურცლით უნდა მიმართოს, რის შემდეგაც პროცედურულად საქმეში აღსრულების ეროვნული ბიურო ჩაერთვება. კონტროლის პალატის ორი ოქმის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილი ჯამში 148 650 131 ლარით დაჯარიმდა. მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ ჯარიმები გაანახევრა და მათი რაოდენობა 74 325 065 ლარით განისაზღვრა. ბიძინა ივანიშვილი ჯარიმების გადახდაზე უარს ამბობს.
XS
SM
MD
LG